„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№800
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.013.239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 30/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.239

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №800

2009 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006 წ., №5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (სამმართველო):

ვ.ა) სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზაციის განყოფილება;

ვ.გ) ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილება;“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით.“.

3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23.

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის (სამმართველოს) კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი