,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.22.024.010.476
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/923
2007 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებით (სსმ III, 25.08.2006, №113, მუხ. 1552) დამტკიცებულ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებით წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების II სტადიაზე საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგენს ექსპერტთან (საექსპერტო ორგანიზაციასთან) გაფორმებულ ხელშეკრულებას.
2. ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა წარდგენილ იქნეს ექსპერტის (საექსპერტო ორგანიზაციის) შემდეგი მონაცემები:
ა) ავტობიოგრაფიული ცნობები;
ბ) ინფორმაცია განათლების შესახებ;
გ) დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია პროფესიული საქმიანობის შესახებ;
დ) ექსპერტის დეკლარაცია მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესახებ.
3. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ცნობების წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში:
ა) იხილავს წარმოდგენილი ექსპერტების მონაცემებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) ატარებს ექსპერტთან გასაუბრებას (საჭიროების შემთხვევაში);
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას III სტადიაზე გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ექსპერტის/საექსპერტო ორგანიზაციის მონაცემები გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ექსპერტი ნებართვის მაძიებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეისწავლის პროექტს და ნებართვის გამცემს წარუდგენს დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით საექსპერტო დასკვნას.
7. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს ახსნა-განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია ექსპერტისაგან და გაიაროს მასთან კონსულტაციები. კონსულტაციების შედეგად პროექტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, თუ იგი არ საჭიროებს ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე ხელახალ შეთანხმებას, წარედგინება ნებართვის გამცემს.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მაძიებლის მიერ საექსპერტო დასკვნის წარმოუდგენლობა არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე