,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.011.304
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1635
2007 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ III, 23.06.2006, №84, მუხ.1127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება შემდეგი ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისაგან: საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, საკადრო საკითხთა სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და წვრთნისა და გადამზადების ცენტრი.“.
2. დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკადრო საკითხთა სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის ერთიან საკადრო პოლიტიკას;
ბ) შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას;
გ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას, რეზერვთან მუშაობას;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის მოწყობის გზით“.
3. დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8. წვრთნისა და გადამზადების ცენტრი:
ა) შეიმუშავებს პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და თემატურ გეგმებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადებას, კოორდინაციას და კონტროლს უწევს სწავლების ჩატარების პროცესს და სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საორგანიზაციო საკითხებს;
გ) ახორციელებს ცენტრის მსმენელთა ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას და გასცემს შესაბამის დოკუმენტს.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი