„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №455 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ლ“, „პ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ან/და საქართველოს შრომის კოდექსისა და ამ დებულების შესაბამისად, ნიშნავს (მათ შორის, კონკურსის წესით) და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს;“;
„ლ) ამტკიცებს ბიუროს საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;“;
„პ) სხვადასხვა სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს, განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს და, საჭიროების შემთხვევაში, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;
„ს) ამტკიცებს ბიუროს ექსპერტების ტანსაცმლის ფორმისა და ბიუროს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.“.
4. მე-10 მუხლის:
ა) „გ“, „თ“, „მ“, „ო“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;“;
„ლ) ბიუროს შინაგანაწესის შემუშავება და, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცვლილებებისა და წინადადებების მომზადება;“.
5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსი „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ბიუროს თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი.“.
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:
„მუხლი 212
ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საქართველოსა და საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ბიუროს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წინადადებების/რეკომენდაციის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა (ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით), ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
დ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საექსპერტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით);
ე) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა;
ვ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირება;
ზ) საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება;
თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება, ხარისხის სისტემის წლიური შემოწმება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ი) ბიუროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
|