„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №350 |
|
2024 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლში:
ა) „ზ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:
„რ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ს) ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ტ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, სასაქონლო ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სასაქონლო ექსპერტიზების დარგში.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161
ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ფინანსური ექსპერტიზების დარგში.“.
4. 213,, 214,, 215 და 216 მუხლები ამოღებულ იქნეს.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 217 მუხლი:
„მუხლი 217
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ბიუროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და კონტროლი;
ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) ინფორმაციის ანალიზი და კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ე) ბიუროს უფროსის, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა;
ვ) ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციის შემუშავება;
ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
კ) ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და კერძო არბიტრაჟში;
ლ) ბიუროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №350. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.024745.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №350, 16.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024745 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6292413/