„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№421
სარეგისტრაციო კოდი
200030000.10.003.020130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 200030000.10.003.017895) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი

1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის,  გადასახადის გადამხდელის:

ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შეტანის თარიღამდე  არსებული  საგადასახადო  დავალიანების/საგადასახადო  დავალიანების ნაწილის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ  გადასახდელად  შეთავაზებული  თანხის  ოდენობასა  და  გადახდის ვადას,  ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის  მიერ  შემოსავლების  სამსახურში  განცხადების  შეტანის  თარიღამდე არსებული მოსაკრებლის თანხის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი ნაწილის, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს წერილობითი ფორმით ეცნობება ხარვეზის შესახებ.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, წარდგენილი განცხადება აღარ განიხილება.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების თაობაზე  გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო  დავალიანების/საგადასახადო  დავალიანების  ნაწილის/მოსაკრებლის თანხების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების  განხორციელებით  ან  გადასახადის  გადამხდელის  სასარგებლოდ,  მესამე პირის მიერ ბიუჯეტში/მოსაკრებლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს უმცირებს საგადასახადო დავალიანებას/მოსაკრებლის თანხებს.

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2017.
როდის იქნა მიღებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №421. სარეგისტრაციო კოდი — 200030000.10.003.020130.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №421, 07.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.020130 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3799970/