„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2023 წლის 4 სექტმებრი ქ. ბოლნისი |
1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი სათათბირო საბჭო.“.
2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა შეუძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;“.
4. მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
3. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს სათათბირო საბჭოს.
4. სათათბირო საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.“.
5. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მედალი (სერტიფიკატი, ფულადი ჯილდო) მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.“.
6. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).“.
|