„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. ბაღდათი |
1 . მე-2 მუხლის („ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები კანდიდატურას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა დაერთოს:
ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება.
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი.“.
2. მე-3 მუხლის (მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე დასახელებული კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგების კომისია, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.
4. მე-4 მუხლის (პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტის მერს კანდიდატურისათვის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე.“.
5. მე-5 მუხლი (,,ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი მერიასთან არსებული პატივგების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება, მოწმობის (დიპლომის) და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ დღესასწაულზე „ბაღდათობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას (დიპლომს) და მედალს გადასცემს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.“.
6. მე-6 მუხლის (ბაღდათის საპატიო მოქალაქის უფლებები) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ბაღდათლების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2018. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.124.016315.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 25.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016315 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4204038/