„ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2018 წლის 31 აგვისტო დაბა ქედა |
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,“
„მუხლი 2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო
1. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო (შემდეგში – საბჭო) იქმნება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერი.“;
„გ) ქედის მუნიციპალიტეტის მერს;“
„3. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
ზ) კანდიდატი ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციას წარმოადგენს მხოლოდ, მისი კანდიდატურის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისა და მერისთვის რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ.“
„4. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს საბჭოს.“
„5. საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.“;
„მუხლი 4. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება
1. საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წარდგენის საფუძველზე.
2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და იგი დასტურდება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბეჭდით.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – ,,საპატიო ქედელი“.
6. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებასა და წიგნში ჩანაწერის გაკეთებას უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).“.
|