„საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულ ო ს
დადგენილება №29
2011 წლის 28 ოქტომბერი
დაბა ქედა
„საპატიო ქედელი ს“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შემოღებულ იქნეს „საპატიო ქედელი ს“ წოდება.
მუხლი 2.
დამტკიცდეს „საპატიო ქედელი ს“ წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
დანართი
„საპატიო ქედელი ს“ წოდების მინიჭების წესი
1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო ქედელის“ წოდება.
2. „საპატიო ქედელის“ წოდებას ანიჭებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. „საპატიო ქედელის“ წოდება ენიჭებათ:
ა) ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის;
გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე, ქედის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. „საპატიო ქედელის“ წოდების მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო ქედელის“ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.
5. „საპატიო ქედელის“ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო ქედელის“ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
6. „საპატიო ქედელის“ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.
7. „საპატიო ქედელის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „საპატიო ქედელის“ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.35.134.016047.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.12.2015-დან.
- სად არის „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ, №29, 28.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.134.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500640/