„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 |
|
2023 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების საგანი
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურას.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე არანაკლებ 3 კვირით ადრე ქვეყნდება ინფორმაცია კომისიის შექმნისა და კომისიაში გაწევრების პირობების შესახებ.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულ პირობებთან შესაბამისობის ფაქტს კომისიის წევრობის კანდიდატი ადასტურებს განცხადების ელექტრონულად წარდგენის ეტაპზე, ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. პირობებთან შესაბამისობის შესახებ ბიუროსთვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის წევრობის კანდიდატს. ბიურო ამოწმებს კომისიის წევრობის კანდიდატისა და სათანადო არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და, შეუსაბამობის შემთხვევაში, უარს აცხადებს კანდიდატის კომისიის წევრად მიღებაზე.“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება იწყება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე კომისიის წევრად მიღების წესისა და პირობების გამოქვეყნების მომენტიდან.“.
4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე კომისიის საქმიანობის ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“.
|