„ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და ქურთის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-ლი პუნქტი:
„11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საინვენტარიზაციო კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ქონებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3), და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4), რომელსაც წარუდგენს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.“
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური და ფაქტობრივი მდგომარეობა“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საკრებულოს თანხმობით გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან გამგებლის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები“.
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ქონების რეალიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
|