„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016346
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №136

2016 წლის 25 მაისი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 115-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში /www. matsne.gov.ge 14.01.2015. 010250020.35.123.016275/, კერძოდ:

   1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

   2. შეიცვალოს დადგენილების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესები და პირობები  დანართის შესაბამისად. /დანართი დადგენილებას თან ერთვის/“

   3. დადგენილებით დამტკიცებული წესების (შემდგომში წესების): სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესები და პირობები“.

   4. წესების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების რეგულირების სფერო

   ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის პირობებს“.

   5. წესების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები“.

   6. წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა, იხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“

   7. წესების მე-11 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე დასახელებული საბოლოო საფასურის დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს უპროცენტო განვადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  შეძენილ უძრავ ქონებაზე, მესაკუთრე განახორციელებს სასტუმროს ტიპის ობიექტის მშენებლობას, რომლის სასტუმრო ოთახების რაოდენობა  იქნება ოცი ან მეტი. განვადებით ვადა აითვლება პირობადადებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. პირობიანი აუქციონის ფორმით, ქონების განკარგვასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, განვადებით გადასახდელი თანხის არანაკლებ 50%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს, პირობადადებული საკუთრების მოწმობის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში.“

   8. წესებს დაემატოს V თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

   მუხლი 32. მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის პირობები

   1. მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს (შემდგომში - საკრებულო) თანხმობით.

   2. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გარდა შეიძლება იყოს:

   ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება.

   3. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.

   4. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

   5. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.

   6. ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ განცხადების წარდგენის ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის ინიციირების შემთხვევაში, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

   7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

   ა) ცნობები მხარეების შესახებ;

   ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);

   გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;

   დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება;

   ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

   8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, მხარეებს შორის იდება ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიალურად.

   9. ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

   10. ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი