„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №119 |
|
2015 წლის 30 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“
2. შეიცვალოს დადგენილების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/“
3. დადგენილებით დამტკიცებული წესების (შემდგომში წესების): სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“
4. წესების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს“.
5. წესების მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია;“
ბ) „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;“
გ) „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით;“
დ) ამ მუხლს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ღ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.“
6. წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად“.
7. წესებს დაემატოს მე-51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ამ ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ, 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა, არანაკლებ, 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში, უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო, ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს“.
8. წესების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ელექტრონული აუქციონის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.kutaisi.gov.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge“.
9. წესების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები“.
10. წესების მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებულ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება–მოვალეობებს. ოქმი უნდა შედგეს აუქციონის დასრულებისთანავე, რომელზედაც ხელს აწერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის „მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).“
„2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას“.
11. წესების მე-11 მუხლს დაემატოს მერვე და მეცხრე პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“
„9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო, ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“
12. წესების მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.“
„2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.“
13. წესების მე-14 მუხლის მესამე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესებით დადგენილი პროცედურებით“.
14. წესების მე-15 მუხლს დაემატოს მეექვსე პუნქტი შემდეგი რედაქციით: „6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
15. წესების მე-20 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს, 15 კალენდარული დღის ვადაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
16. წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“
17. წესების 21-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა“.
18. წესების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“
19. წესების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“
20. წესების 26-ე მუხლს დაემატოს მეხუთე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“
21. წესებს დაემატოს თავი IIII და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IIII „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები.“
22. შეიცვალოს წესების 27-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაბამისი ზონებისა და ქვეზონების მიხედვით, განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“
23. შეიცვალოს წესების 28-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.“
24. შეიცვალოს წესების 29-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი ზონებისა და ქვეზონების მიხედვით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (ქონების) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით“.
25. შეიცვალოს წესების 30-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით“.
26. შეიცვალოს წესების 31-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობის უფლების გადაცემისას საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“
|