„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26-109 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, 118-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 1181 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და წესის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი და მოძრავი ნივთების, წილების, აქციების, მოთხოვნების და უფლებების (შემდგომში – ქონება) პირდაპირი განკარგვის ფორმით ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესს .“;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საპრივატიზებო საფასური და საპრივატიზეbო პირობები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის გათვალისწინებით, ასევე აუდიტორული (ექსპერტი) დასკვნის გარეშე – ნებისმიერი, მათ შორის სიმბოლური თანხის ოდენობით.
2. კონკურენტული შერჩევის დროს საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ასევე შემოთავაზებული ფასის საუკეთესო წინადადება.
3. გაცვლის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს როგორც საპრივატიზებო საფასურით, ასევე საპრივატიზებო საფასურის გარეშე.
4. თუ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება გასაცვლელი ქონების საბაზრო ღირებულებას, გაცვლის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურით, აუდიტორული (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის არანაკლები ოდენობით.
5. ქონების პრივატიზებისას შესაძლებელია განისაზღვროს საპრივატიზებო პირობა (პირობები), რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს ქონების შემძენისთვის.
6. საპრივატიზებო პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა და ითანხმებს თბილისის საკრებულო.“.
|