„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2021 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის  №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018; 010250050.35.148.016478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს  გორის  მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების გაფორმების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“.

ბ) დადგენილებას დაემატოს 1 1 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

დამტკიცდეს  გორის  მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები დანართი №2-ის შესაბამისად.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შემოსული და გასული კორესპონდეცია;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამსახურეობრივი ბარათი;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია სხვადასხვა ტიპებით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოხსენებითი ბარათი, სამსახურეობრივი ბარათი და ა.შ;“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამართლებრივი აქტების ბლანკი 

სამართლებრივი აქტების  ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები: მცირე სახელმწიფო გერბი და გორის მუნიციპალიტეტის გერბი  (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით); დოკუმენტის დასახელება, სათაური, თარიღი და ნომერი, უფლებამოსილი პირის თანამდებობა,  ხელმოწერა/ელექტრონული ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის ბეჭედი (საჭიროების შემთხვევაში). სხვა რეკვიზიტები განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული უნიფიცირებული ფორმებით.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხდომის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო მითითების სახით.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შემოსული და გასული კორესპონდეცია;“;

ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:

ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება;

ბ) დოკუმეტის ავტორი დაწესებულების მისამართი;

გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ წესით განსაზღვრული უნიფიცირებული  ფორმის სახელწოდება);

დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;

ე) თარიღი;

ვ) ნომერი;

ზ) ვიზები;

თ) შემსრულებლების აღნიშვნა;

ი) ხელმოწერა/ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული  შტამპი;

კ) დამტკიცების გრიფი;

ლ) ბეჭედი (საჭიროების შემთხვევაში);

მ) მცირე სახელმწიფო გერბი და  გორის მუნიციპალიტეტის გერბი;

ნ) ადრესატი;

ო) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;

პ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი;“;

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს;

პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „თარიღი“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტ „დოკუმენტის დასახელების“ ქვემოთ.“;

ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. რეკვიზიტი „ნომერი“

უ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „ნომერი“ დაიტანება ყველა დოკუმენტზე. ნომერი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც მას ენიჭება რეგისტრაციის დროს.“;

ფ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ქ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეკვიზიტი „ნომერი“ განთავსდება რეკვიზიტ „თარიღის“ მაღლა.“;

ღ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ განთავსდება რეკვიზიტების „თარიღის“ და „ნომრის“ ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას.“;

ყ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეკვიზიტი „ვიზა“ ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“;

შ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტებზე ვიზირების დროს მიეთითება შემდეგი მონაცემები:

ა) წარწერა „ვეთანხმები“;

ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;

გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....).“;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ჩ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ც) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „შემსრულებელი“ დაიტანება მხოლოდ ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტებზე სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას.“;

ძ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეკვიზიტი „შემსრულებელი“ ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს.“;

წ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემსრულებლის მითითების დროს ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტზე დაიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) წარწერა „შემსრულებელი“;

ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;

გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....)“;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა.“;

ჭ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის ქვემოთ.“;

ხ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადი ხელმოწერა/ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;“;

ჯ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანამდებობა მიეთითება სრულად თუ დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.“;

ჰ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჰ1) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე და 23-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;

ჰ2) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში 3X5 ზომით, რომელიც შეიცავს შემდეგ  რეკვიზიტებს:

ა) წარწერა „ვამტკიცებ“;

ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;

გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....) წ.“;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი.“;

ჰ3) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჰ4) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტებზე:

ა) სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);

გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;

დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე(ხელშეკრულებებზე);

ე) ოქმებზე;“;

ჰ5) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“;

ჰ6) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა. ადრესატის გვარს, სახელს და პირად ნომერს.“;

ჰ7) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ. ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (ქალაქი, ქუჩა, სახლის №);“;

ჰ8) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა. დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში);“;

ჰ9) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჰ10) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ. დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (ქალაქი, ქუჩა, სახლის №);“;

ჰ11) დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ დაიტანება შემოსულ დოკუმენტებზე ელექტრონულად, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციისას, ნომრისა და თარიღის მითითებით.“;

ჰ12) დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2021.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.01.2021. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.148.016647.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2, 08.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016647 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5079636/