„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016556
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 1 მარტი

დაბა ადიგენი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი.”.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-8  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი.

„გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისა და სარიტუალო ღონისძიებისათვის დახმარება გაიწევა ფულადი ფორმით – 200 ლარის ოდენობით.“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მე-3-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, ინფორმაცია გარდაცვლილის დამკრძალავ პიროვნებაზე  (მოხსენებითი ბარათით) დადასტურებულ იქნას მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (ანგარიშწორება მოხდეს წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ პირზე).“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელი ფართით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები)“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მოქალაქის ოჯახს საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა)შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანი განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 10000 ლარისა.

ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში –  არაუმეტეს 5000 ლარისა.“

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის წერილობითი განცხადება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) შედეგად საცხოვრებელი ფართის დაზიანების შესახებ.”

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (დროებითი კომისიის) დასკვნა.“

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი