„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2019 წლის 4 ივნისი

დაბა ადიგენი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014  სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაცია(დასტური) მერის წარმომადგენლისაგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა და სოციალური დახმარების   მიზანშეწონილობის   შესახებ. მერის წარმომადგენლის არყოფნის   შემთხვევაში   მუნიციპალიტეტის   მერიის   ადმინისტრაციული   სამსახურის შესაბამისმა სპეციალისტმა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში   ადგილზე გასვლით შეისწავლოს ბენეფიციარის  საცხოვრებელი ადგილი და სოციალური მდგომარეობა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის სოციალური დახმარება

1.ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ   მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანად განადგურების შემთხვევაში  – არაუმეტეს 10000 ლარისა;

ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში –  არაუმეტეს 5000 ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი – ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.

4. აქტი ხანძრის შესახებ;

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის   ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა   და მშენებლობის სამსახურის   მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.“.

ე) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:

მუხლი 42. უკიდურესად   გაჭირვებული ოჯახის სოციალური დახმარება საცხოვრებელი სახლის  დაზიანების გამო

1.ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებ და უკიდურესად გაჭირვებულ  მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, სიძველისა და სტიქიის  შედეგად დაზიანებული  საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, ხარჯთაღრიცხვის ან დეფექტური აქტის საფუძველზე სოციალური დახმარება მიეცეს    არაუმეტეს 10000 ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი –  დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3.  საკითხის შესწავლა  სამუშაო ჯგუფის  მიერ დაიწყოს  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;

4. მოქალაქის მიერ მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელ სპეციალურ   სამუშაო ჯგუფს, რომელიც   შეისწავლის   მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დაზიანებასა და მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „1. 41 მუხლის პირველი პუნქტის და 42 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. 41 მუხლის პირველი პუნქტისა და 42 მუხლის პირველი პუნქტით   გათვალისწინებული შემთხვევების დროს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის   მერის   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი