„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2017 წლის 7 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137) კერძოდ:

1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარების  მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია (დასტური) მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და  სოციალური დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.“;

2) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დახმარების გაცემის წესი

1.მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქის  მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით,  დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ  სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს  გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.

3.  მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ.

4. მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დადებითი     გადაწყვეტილების     შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის     მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოჯახის წარმომადგენელი (ბენეფიციარი)      ვალდებულია      სამშენებლო      მასალა შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წაიღოს დასაწყობებული ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, საანგარიშო წლის პერიოდში სამშენებლო მასალის მოთხოვნის განცხადებით განმეორებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას.

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის   მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.“.

3) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის სათაური და მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) შვილების დაბადების მოწმობის ასლები.".

4) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

5) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10  მუხლის   სათაური და მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი:

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი:

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.“.

6) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დახმარების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის    მერიაში    წარდგენილი    განცხადების    და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.“.

8) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. დახმარების გაცემის წესი

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

9) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.“.

10) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. დახმარების გაცემის წესი

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

11) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარების მისაღებად   მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ომის მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);

ვ) ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს, ან დაკრძალა განმცხადებელმა. ".

12) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. დახმარების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 

13) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა თანდართული სიით.“

14) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 23-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. დახმარების გაცემის წესი

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

15) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ   ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.“.

16) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე