„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.113.016472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2022 წლის 15 ივნისი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებას (www.matsne.gov.ge, 05/12/2017 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016298) თანდართულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან  გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გამოაცხადა გარდაცვლილად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა – ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; 

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

2. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

3. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია გამოითხოვს ინფორმაციას საკრებულოს წევრის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტის დასადგენად და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას  კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.

7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

4. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწვევს საკრებულოს პირველი სხდომას, რომელსაც ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“.

5. 41- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“.

6. 44- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“.

7. 45- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყება

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე, საკრებულო  უფლებამოსილია, კენჭისყრის გარეშე, საოქმო ჩანაწერით ცნობად მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების შესახებ. ინფორმაციის ცნობად მიღება ან არ მიღება გავლენას არ ახდენს ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყებაზე.“.

8. 46- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნას შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი  მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;

ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;

ვ) ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

2. ფრაქციების შექმნისთანავე, საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.“.

9. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადის დაწყება და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის შესაბამისად.

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას.

4. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

5. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" და „ვ“ პუნქტებით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია