,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.153.016623
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 29 ნოემბერი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მცხეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1 დადგენილებით  (matsne.gov.ge. 21/11/2017, 010250000.35.153.016373) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში - შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მუნიციპალიტეტის  საკრებულო შედგება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან “.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“.

3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე“.

4. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. საკრებულოს წევრ  უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების  საკრებულოს აპარატში  ჩაბარების  რეგისტრაციის  მომდევნო  დღიდან;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან  გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; 

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას  კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“.

5. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 391-ე მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 391 .  მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია.“

6. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-40 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

1. ახალარჩეული  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომელითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან  30 დღეში  იწვევს  საკრებულოს  პირველ სხდომას“.

7. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  41-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა

1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.

3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა“.

8. მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის  44-ე  მუხლის   მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია  ამცნობს  საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ“.

9. მმცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის  45-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება

    ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები“.

10. მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის  46-ე  მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;“

11. მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის  93-ე მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 93საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი