საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №175 |
|
2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,4. იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს ენერგოსისტემაში შექმნილია ავარიული სიტუაცია და არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულება, ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია იმპორტის ხელშეკრულების გარეშე განახორციელოს ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნიდან შემოტანა, სამინისტროს წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. ამ პუნქტის ფარგლებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს ენერგოსისტემაში შემოტანილი ელექტროენერგიის ანაზღაურება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხორციელდება იმავე რაოდენობის ელექტროენერგიის შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის იმავე საანგარიშო პერიოდში ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნებით (გატანით).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან შემოტანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემიდან დაბრუნებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება შესაბამის ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" გაანგარიშებული შემოტანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობით (შემოტანილ და დაბრუნებულ (გატანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა). ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" აისახება შემოტანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" შემოტანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობა არ იქნება ასახული, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შემოტანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან შემოტანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემიდან დაბრუნებული (გატანილი) ელექტროენერგია სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლით გათვალისწინებულ საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში აისახება მხოლოდ სალდო მაჩვენებლით (შემოტანილ და დაბრუნებულ (გატანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა).
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან შემოტანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემიდან დაბრუნებული (გატანილი) ელექტროენერგია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობებში, ამ წესების 23-ე მუხლის მიზნებისთვის, ითვალისწინებს მხოლოდ სალდო მაჩვენებლით (შემოტანილ და დაბრუნებულ (გატანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა).
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ დადებით სალდო (თუ შემოტანილი ელექტროენერგია ჭარბობს დაბრუნებულ ელექტროენერგიას) ელექტროენერგიაზე მეზობელი ქვეყნის შესაბამის სუბიექტთან ანგარიშსწორებას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ უარყოფით სალდო (თუ დაბრუნებული ელექტროენერგია ჭარბობს შემოტანილ ელექტროენერგიას) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას სისტემის კომერციულ ოპერატორთან ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი."
|