„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№190
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე,ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ესკოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა”.
2.191 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია ტესტირების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად წარადგინოს ამ წესების მე-19 მუხლით გათვალისწინებული მზადყოფნის განაცხადი (რომლის წარდგენაზეც არ ვრცელდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა). გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნა ტესტირების ჩატარების შესახებ, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს განაცხადის წარდგენიდან არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.”.
3. მე-20 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისტემის კომერციული ოპერატორი საანგარიშო პერიოდში გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და,შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს გარანტირებული სიმძლავრის მხოლოდ იმ წყაროებს და იმ პერიოდში, რომელთა მზადყოფნაც და მზადყოფნის პერიოდიც დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გარდა 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.”;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდ ე გი რედაქციით:
„9. საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 კალენდარული დღისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორს წარუდგენს დადასტურებულ ინფორმაციას გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში იმყოფებოდნენ მზადყოფნაში და ფაქტობრივად გააჩნდათ გარანტირებული სიმძლავრე, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით, აგრეთვე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობას, მათ შორის, როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის, ასევე გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობების მითითებით/”.
4. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური აუნაზღაურდება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს მზადყოფნის დადასტურებული პერიოდის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ბაზისზე, მაგრამ, საბალანსო წლის განმავლობაში, არა უმეტეს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი დღეებისა. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხდება მის მიერ იმავე პერიოდში ელექტ რ ოენერგიის გამომუშავების (სალტეზე მიწოდების) მიუხედავად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულ ვადებში.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები სისტემის კომერციული ოპერატორისათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების დარიცხვას ახდენენ კომისიის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურით, საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული მათი მზადყოფნის პერიოდის (დღეების მიხედვით) მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საბალანსო წლის დასაწყისიდან საანგარიშო პერიოდის ჩათვლით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის დღეების ჯამური რაოდენობა აღემატება კომისიის მიერ გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის განსაზღვრული დღეების რაოდენობას, გარანტირებული სიმძლავრის წყარო გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვას ახდენს კომისიის მიერ განსაზღვრული დღეების რაოდენობასა და საბალანსო წლის დასაწყისიდან საანგარიშო პერიოდამდე გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დადასტურებული მზადყოფნის დღეების რაოდენობას შორის სხვაობაზე.”.
5. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (საბალანსო წელი).”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა. ხეთაგური