საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №8 |
|
2015 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
„53. თბოელექტროსადგურის მიერ ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“.
2. მე–13 მუხლის მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, მე-52 და 53 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.
3. მე–14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12, 13 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა;“.
4. მე–14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. ამ წესების მე-13 მუხლის 53 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეისყიდის:
ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი;
ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.
5. მე–14 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11, 12 და 13 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“.
6. მე–149 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების მე-148 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ტრანზიტის დამკვეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებს:
ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი;
ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.
|