„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№251
2011 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ახლად აშენებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – ამ წესების 362 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“
2. მე-14 მუხლსდაემატოსშემდეგიშინაარსის11 პუნქტი:
„11. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას სისტემის კომერციული ოპერატორი შეისყიდის შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.“.
3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სისტემის კომერციული ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 მუხლი:
„მუხლი 362. ახლად აშენებული ელექტროსადგური
1. თუ ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით (მათ შორის, ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით), ახლად აშენებული ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.
2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი, ახლად აშენებული ელექტროსადგურისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:
ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით (ფასით), გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირების რეჟიმში გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფისა;
ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური