,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.010.818
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №67
2007 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკი-ცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხ. 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
„მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
1. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწე-რილი) ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატო-რი ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და იმპორ-ტიორებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდ-ვისას ანგარიშწორებას ახორციელებს განაცხადში მითითებული ფასით.
2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდა-პირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერ-ციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებ-ლებისა და იმპორტიორებისგან საბალანსო ელექ-ტროენერგიის შესყიდვისას ანგარიშსწორებას ახორ-ციელებს:
ა) რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელისა (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა) და იმპორტიორის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად;
ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა) კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრის შესაბამისად, ხოლო თუ ამ საწარმოს სისტემის კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საბალანსო ელექტროენერგიის გა-ყიდვაზე და ამ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი, რომლებშიც მითითებულია ზღვრულ ტარიფზე დაბალი ფასი – ამ ფასით;
გ) რეზერვის წყაროს მფლობელის შემთხვევაში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ან ტესტირების პირობებში გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);
დ) თბოელექტროსადგურის მფლობელის შემთხვე-ვაში, რომელიც არ არის რეზერვის წყარო ან რეზერ-ვის წყაროს შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);
ე) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექ-ტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში ამ წესების 361 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმო-წერილი) ან სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარ-მოებლებზე, განაწილების ლიცენზიატებზე, პირდაპირ მომხმარებლებსა და ექსპორტიორებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე შესყიდული საბალანსო ელექტროენერ-გიის საშუალო შეწონილი ფასით. საბალანსო ელექ-ტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასში შესაძლე-ბელია მონაწილეობა მიიღოს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტრო-ენერგიის ფასმა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
4. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლება-მოსილია გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულება (ორმხრივად ხელმოწერი-ლი) საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესყი-დული ელექტროენერგიის ფასი არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ფასის ფორმირებაში.
5. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლება-მოსილია მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერ-გია გაყიდოს უშუალოდ რომელიმე კვალიფიციურ საწარმოზე (საწარმოებზე) ელექტროენერგიის ნასყი-დობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწერილი) საფუძველზე, სემეკ-ის მიერ იმპორ-ტირებული ელექტროენერგიისთვის დადგენილი ტარიფით.
6. კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შეს-ყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსე-ბობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ფასით.
7. კვალიფიციური საწარმოების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საბალანსო ელექტრო-ენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარ-მოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.
8. სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კვა-ლიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკ-რულებებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2007 წლის 1 სექ-ტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. ხეთაგური