,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
300.300.000.22.025.010.517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 29/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.010.517

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №46

2007 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

�მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში� (სსმ III, 31.08.2006, №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) ,,საბითუმო ვაჭრობა� � ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის.�

2) მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;�.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუქტის ,,ზ� ქვეპუნქტი.

3) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება არა აქვს, წინასწარი განაცხადით უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების 10 (ათ) პროცენზე მეტი საბალანსო ელექტროენერგიით. ეს პუნქტი არ ვრცელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სავალდებულო წესით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციაზე.�.

4) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება სისტემის კომერციულ ოპერატორთან სტანდარტული პირობებით ან/და წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვის დროს

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის ან იმპორტიორისგან წინასწარი განაცხადით ელექტროენერგიის ყიდვისას სისტემის კომერციული ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით (ამ წესების შესაბამისად).

2. სისტემის კომერციული ოპერატორისგან წინასწარი განაცხადის ფარგლებში ელექტროენერგიის ყიდვისას კვალიფიციური საწარმო ანგარიშსწორებას ახორციელებს საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

3. ამ მუხლით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის იმ მოცულობების გათვალისწინებით, რომელიც სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდულ იქნა წინასწარი განაცხადით, ფიქსირებული ტარიფით და ამ წესებით განსაზღვრული ფასით (მათ შორის, სტანდარტული პირობით განსაზღვრული ფასით). საშუალო შეწონილი ფასის ფორმირებაში არ მონაწილეობს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სტანდარტული პირობებით გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი და მოცულობები.

4. კვალიფიციურ საწარმო სისტემის კომერციულ ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის სტანდარტული პირობებით ყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიაზე დაფიქსირებული ყველაზე ძვირი ფასითა და ფაქტობრივი მოცულობის ფარგლებში, ხოლო ელექტროენერგიის რამდენიმე მწარმოებლის ან/და მყიდველის არსებობის შემთხვევაში, გასაშუალოებული ფასით.

5. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისგან (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა) საბალანსო ელექტროენერგიის სტანდარტული პირობებით ყიდვისას, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებასა და დარიცხვას ახორციელებს საანგარიშო თვის განმავლობაში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ყველაზე დაფალი ფასით შესყიდული ელექტროენერგიის საფასურად (მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მწარმოებლისათვის სემეკის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფისა).

6. კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში � გასაშუალოებული შეწონილი ფასით.

7. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.

8. სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.�.

5) მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის, და არა მხოლოდ:

ბ.ა. სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური აუთვისებელი სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ნასყიდობაზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება გარანტირებული რეზერვის წყაროებთან;

ბ.გ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენების მონიტორინგი;

ბ.დ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.�.

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით� იმ მშენებარე ან რეკონსტრუქციაში მყოფ ელექტროსადგურებთან. აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).

5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ახლად აშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას.�.

6) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსათვის, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება (სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის გარდა) ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად წარმოებული, მიღებული (მოხმარებული) ან გაცემული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მომსახურება ანაზღაურდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ, ამ კვალიფიციური საწარმოსთვის დარეზერვებული სიმძლავრეების შესაბამისად.

4. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ მათზე დარიცხული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.

5. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები.

7. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის (ასევე მათი მომხმარებლებისათვის) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა განხორციელდეს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ ურთიერთობაში მონაწილე პირების 3 სამუშაო დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ (განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლების გარდა).

8. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) გადახდისაგან.�.

7) 161 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით) და ამ წესების პირობების დაცვით, დატვირთოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად ისე, რომ ამ დატვირთვამ არ გამოიწვიოს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;�

ბ) პირველი პუნქტის ,,ი� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური გარანტირებული სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;�.

გ) პირველი პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა. დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე (მათ შორის, სიმძლავრის სასისტემო რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით), ასევე გამოაცხადოს დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე შესაბამისი განკარგულება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებ გვერდზე;�.

8) წესების VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�თავი VI

სიმძლავრის სასისტემო რეზერვი�

9) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 17. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება და დაუტვირთავი სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელექტროენერგიის ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება შეიძლება განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შემდეგი დაუტვირთავი სიმძლავრეების (რეჟიმების) გამოყენებით:

ა) დატვირთვის რეზერვი � სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე, რომლის რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 60 წამისა, ასევე სიმძლავრის სასისტემო რეზერვი (ამ დატვირთვით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 1 საათის განმავლობაში);

ბ) სიმძლავრის სასისტემო რეზერვი � გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 25 წუთისა და დატვირთვას ინარჩუნებს არანაკლებ 1 საათისა;

გ) ცივი რეზერვი � გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს 1 საათიდან 12 საათამდე.�.

10) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 18. დაუტვირთავი სიმძლავრე და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენება

1. დატვირთვის რეზერვი, სიმძლავრის სასისტემო რეზერვი და ცივი რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის სათანადო ტექნიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე და გასცეს შესაბამისი განკარგულება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გამოუყენებელი სიმძლავრის დატვირთვის თაობაზე დატვირთვის შენარჩუნებით, არაუმეტეს 1 საათისა. აღნიშნული განკარგულება რეგისტრირდება ოპერატიულ ჟურნალში და დადგენილი წესით უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს და გამოცხადდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

3. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკებისა და პარამეტრების შესრულების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დატვირთვის რეზერვის გამოყენების შედეგად გამოყენებული სიმძლავრე დატვირთვიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაანაცვლოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ან ცივი რეზერვით.

4. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პირობების დაცვით გადაწყვეტილებას გამოყენებული სიმძლავრის სხვა წყაროებით ჩანაცვლებისა და დატვირთვის შესახებ იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.

5. ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია 1 საათზე მეტი დროით დატვირთოს ელექტროენერგიის ის მწარმოებელი კვალიფიციური საწარმო, რომელსაც წინასწარ განსაზღვრულ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკებში მოცემული სიმძლავრეები არ აქვს ათვისებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში და ამ მწარმოებლის დატვირთვა არ გამოიწვევს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამ პუნქტში მოცემული პირობა არ ათავისუფლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

6. ცივი რეზერვის მზადყოფნის რეჟიმში გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას მოთხოვნილი სიმძლავრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებიდან შესაბამისი აგრეგატის ტექნიკურ პარამეტრებზე გაშვების პერიოდში, რაც არ უნდა აღემატებოდეს განკარგულებიდან 12 საათს. მზადყოფნის რეჟიმში ყოფნისას, შესაბამისი გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიუწოდებლობა შესაბამისი აგრეგატის ტექნიკური პარამეტრებზე გაშვების ვადაში, განიხილება როგორც წარმოების საშუალების მზადყოფნის რეჟიმიდან თვითნებური გაყვანა. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები და აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს.�.

11) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 19. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა

1. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო ვალდებულია დაარეზერვოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვი, მისი მოხმარების არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:

ა) 2006-2015 წწ. � 10%;

ბ) 2016-2019 წწ. � 15%.�.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს დარეზერვებული სიმძლავრის სრული რეალიზაციის ვადა და მოცულობები.

3. პასუხისმგებლობა სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე ეკისრება გარანტირებული რეზერვის წყაროს და რეგულირდება წინამდებარე წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.

4. თუ ვერ სრულდება ხელშეკრულების პირობები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ, გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, თვითონ მოიძიოს საჭირო სიმძლავრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები კვალიფიციური საწარმო სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფილი იქნება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით (სათანადო ანაზღაურების პირობით) ან/და მოყვება შეზღუდვაში (იძულებითი გათიშვის შემთხვევაში).

5. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის სრული მოცულობით შესყიდვაზე; აღნიშნული პირობა განხორციელებისთვის საჭიროებს სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ წესების პირობების დაცვით დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

6. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს უფლება არა აქვს, მომსახურების მიმღები ხელშეკრულების მხარის თანხმობის გარეშე, სხვა წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საშუალებით გაყიდოს დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგია (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელშეკრულებით დაურეზერვებელ სიმძლავრეებზე).

7. თუ ეს თავი სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვაგაყიდვა ხდება ელექტროენერგიის გაყიდვაზე ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.�.

12) წესებს, მე-19 მუხლის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

��� ��მუხლი 191. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ გარანტირებული რეზერვის წყაროსთან გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრირებული ხელშეკრულების საშუალებით.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებასა და მასში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უარი განაცხადოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიმძლავრის სასისტემო რეზერვს არ გააჩნია ამ წესებით დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.

4. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ხელშეკრულების დარეგისტრირების განაცხადი სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დროებით შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესი, თუ შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო წილი დარეზერვებული აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს, ხელშეკრულების რეგისტრაცია შეიძლება გადაიდოს განაცხადის შეტანიდან არაუმეტეს 40 კალენდარული დღით.

5. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნა დასტურდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ხოლო მის შემოწმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს მინიმუმ ერთხელ, საანგარიშო თვის განმავლობაში.

6. თუ გარანტირებული რეზერვის წყაროს დატვირთვისას ან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და მოცულობები (მათ შორის, თბოსადგურის შემთხვევაში, შესაბამისი საწვავით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია), დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების რეგისტრაცია, რომლის თაობაზე იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

7. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების მიმღებ კვალიფიციურ საწარმოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით სტანდარტული პირობის შესაბამისად უზრუნველყოფს სისტემის კომერციული ოპერატორი.�.

13) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 20. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით

1. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად სავალდებულო მოცულობებს, რომლებიც არ იქნა დარეზერვებული შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით არეზერვებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფაზე. ამ ხელშეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.

3. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლით დარეგულირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ წესების VI თავით დადგენილი პირობები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები გამოიყენება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისთვის, რომელზეც ელექტროენერგიის მყიდველ (მომხმარებელ) კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს რეგისტრირებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით და წესებით.

5. ის კვალიფიციური საწარმო, რომელსაც არ აქვს სრულად ათვისებული ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მისთვის სავალდებულო წილი და მოცულობები, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მხარედ.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორი, ელექტროენერგეტიკული სისტემის მომავალ საანგარიშო თვეში სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, აფორმებს ხელშეკრულებებს (მათ შორის გრძელვადიანს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ.

7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დასარეზერვებელი მოცულობები გამოითვლება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ სავალდებულოდ დასარეზერვეზებელსა და ფაქტობრივად დარეზერვებულ სიმძლავრის მოცულობებს შორის სხვაობიდან.

8. სისტემის კომერციული ოპერატორი საჭირო მოცულობებს არეზერვებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ დარეზერვებული, დაურეზერვებელი და მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის საჭირო სიმძლავრეები. აღნიშნული ინფორმაცია სისტემის კომერციულ ოპერატორს უნდა წარედგინოს საანგარიშო თვის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე მაინც.

9. სისტემის კომერციული ოპერატორი შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უგზავნის მათ მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ სათანადო შეტყობინებას.

10. შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს გასულ საანგარიშო თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასური (მათ მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრის მოცულობების პროპორციულად).

11. ამ მუხლის მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვასა და მათთან ანგარიშსწორებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი საშუალებით.

12. კვალიფიციური საწარმოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული სისტემა, სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი წესით შევსებულ განაცხადებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ვაჭრობაში (უზრუნველყოფაში) მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო თვის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.

13. სისტემის კომერციული ოპერატორი შემოსულ განაცხადებს პირველ რიგში შეარჩევს მზადყოფნის ხარისხის, შემდეგ ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში � მათი წარდგენის თარიღის შესაბამისად.

14. შემდგარი გარიგებების მიხედვით შესაბამის ელექტროსადგურებს წარმოეშობათ ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის ვალდებულება.

15. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება შესაბამისი მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს 20 კალენდარული დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

16. თუ სისტემის კომერციული ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დარეზერვებას სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვალიფიციურ საწარმოებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისა და მომსახურების გადასახადი შეუმცირდებათ პროპორციულად, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მათთვის დარეზერვებული მოცულობისა და ელექტროენერგიის მოხმარების (სიმძლავრის) გათვალისწინებით.

17. სისტემის კომერციული ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესაბამისი წყაროდან მიუწოდებლობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, როდესაც შეუძლებელი იყო ამ სიმძლავრის დარეზერვება სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. სისტემის კომერციული ოპერატორის პასუხისგებლობის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მიუწოდებლობა განპირობებულია მის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით.�.

14) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 21. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა

1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ორმხრივი განაცხადი, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, აუცილებელია წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტით არ ხდება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ სავალდებულო წილის სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფა ან/და ირღვევა ამ წესებით გათვალისწინებული სხვა პირობები. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ წესებით განსაზრვრული პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტარციის გაუქმების პერიოდს.�.

15) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 22. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფა საკუთარი წარმოების საშუალებით

1. საკუთარი წარმოების საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისას შესაბამისი კვალიფიციური საწარმო უფლებამოსილია, გარანტირებული რეზერვის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით თვითონ უზრუნველყოს საკუთარი მოხმარება სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.

2. გარანტირებული რეზერვის წყაროდან წარმოების საკუთარი საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, შესაბამისმა კვალიფიციურმა საწარმომ განაცხადის სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მასში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, ამ მუხლის თავისებურობათა გათვალისწინებით.�.

16) წესებს, 22-ე მუხლის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

��� ��მუხლი 221. კვალიფიციური საწარმოს შეზღუდვა სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების არქონის შემთხვევაში

თუ განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან ექსპორტიორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების დარეზერვებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად, პირველ რიგში შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება.�.

17) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, რეზერვის გამოყენების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.�.

18) წესების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 28. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.

2. კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიწოდების პუნქტებში მიღებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისათვის, ხოლო გადაცემის ლიცენზიატის მომსახურება გადაცემის ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობით კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

3. როდესაც ადგილი აქვს კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელით გადაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მიღებას (მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების საფასურს ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი იხდის გადაცემის ქსელიდან მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის სხვაობიდან, ხოლო კვალიფიციური საწარმო გადაცემის მომსახურებას იხდის გადაცემის ქსელის გამოყენებით მის კუთვნილ ქსელში მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან.�.

19) წესებს 37-ე მუხლის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

��� ��მუხლი 371. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მოცულობით შეისყიდის (დაარეზერვებს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.

2. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების არანაკლებ 10% ოდენობის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.

3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთან, გარანტირებული რეზერვის წყაროს (ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელის) მიერ ელექტროენერგიის გაყიდვა, წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით.

4. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სრული საფასური. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის საშუალებით.

5. განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

6. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიმართ 20 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან.

20) 361 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიაზე დადებული ხელშეკრულების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმოების საშუალებისათვის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის საპროგნოზო მოცულობების ფარგლებში.�.

21) 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამისი საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.�.

�მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგის (სიმძლავრის) ბაზრის წესების� მე-19, მე-20, 22-ე და 221 მუხლები ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა ამ პუნქტით განსაზღვრული მუხლების ამოქმედებისთანავე, დაიწყოს მის მიერ დარეზერვებული სიმძლავრეების შემცირება[, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შემსყიდველი (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმოების მიერ ამ წესების მოთხოვნების დაცვით დარეზერვებული (უზრუნველყოფილი) სისტემის სარეზერვო სიმძლავრის მოცულობების შესაბამისად.

�მუხლი 3. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგის (სიმძლავრის) ბაზრის წესების� 371 მუხლის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

�მუხლი 4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

�მუხლი 5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური