„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№70
2011 წლის7 ივნისი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, 117, 31.08.2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. იმ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად,გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო წესით არის შესყიდული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.
2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
“თ) ელექტროსადგურის მფლობელ იმ კვალიფიციურ საწარმოსთან, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (სრულად ან ნაწილობრივ) სავალდებულო წესით არის შესყიდული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში, სავალდებულო შესყიდვის პერიოდში _ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით”.
3. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდ ე გი რედაქციით:
“5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს ი მა ვე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის,დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) მ. ვალიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ?
- „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №70. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.025.016023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ, №70, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1362031/