„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№271/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.015029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.015.029

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება№271/ნ

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010წ., №23, მუხ. 312) პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში („სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც:

ა) ცხოვრობს შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში ან შშმ პირთა პანსიონატში;

ბ) არის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, ბავშვთა სახლის ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის ბავშვთა სახლში განთავსების შემთხვევაში);

ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი;

ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის წარუდგენლობა.“. 

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი