„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №20/ნ

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებ აში (www.masne.gov.ge; 26/02/2010; 470230000.22.035.014273)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას მე-3 პუნქტი ს შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3 1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სააგენტოს ფილიალის „ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან” შესაბამისობაში მოყვანა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი :

„4. სააგენტოს ფილიალ ში „ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით განთავსებული ბენეფიციარები,მათი შეფასების განხორციელებამდე, ჩაითვალონ ამ წესის შესაბამისად ჩარიცხულ ბენეფიციარებად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი