„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცებისშესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/322
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/322

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბაზრის წესების 1422 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1422. გამტარუნარიანიბოთ სარგებლობის უფლების გადაცემა/რეალოკაცია

1. თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის (წელი, თვე) ან ასეთი პერიოდის გარკვეული ნაწილისთვის (დღე, საათი) ცნობილია, რომ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის რომელიმე მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს მისთვის განკუთვნილი გამტარუნარიანობის მოცულობის სრულად ათვისებას:

ა) შესაბამისი მომხმარებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, ასეთი გამოთავისუფლებელი გამტარუნარიანობის მოცულობა წერილობითი ხელშეკრულების (გამტარუნარიანობით სარგებლობის უფლების გადაცემის ხელშეკრულება) საფუძველზე გადასცეს სხვა პირს/პირებს. ასეთი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებითა და სპეციალური აუქციონის წესებით ექსპორტიორისთვის/ტრანზიტის დამკვეთისთვის დადგენილ პირობებს, ამასთან, არ არის სავალდებულო პირი მიეკუთვნებოდეს იმავე პრიორიტეტულ ჯგუფს, რომლის ფარგლებში მოპოვებული გამტარუნარიანობის უფლების გადაცემაც ხდება;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, განახორციელოს გამოთავისუფლებული გამტარუნარიანობის მოცულობის რეალოკაცია (გადანაწილება) ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.

2. გამტარუნარიანობით სარგებლობის უფლების გადაცემის ხელშეკრულება ამ წესებით 1416 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად (იმის მიხედვით ექსპორტის მიზნებისთვის ხდება გადაცემა თუ ტრანზიტის) ექვემდებარება გადამცემი სისტემის ოპერატორთან სავალდებულო წარდგენას. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამოწმებს წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაცემული გამტარუნარიანობის მოცულობას და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის (წელი, თვე) ან ასეთი პერიოდის გარკვეული ნაწილისთვის (დღე, საათი) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის რეალოკაციას (გადანაწილებას).

3. გადამცემი სისტემის ოპერატორთან წარდგენილი გამტარუნარიანობით სარგებლობის უფლების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, გამტარუნარიანობის ახალი მომხმარებელი, გამტარუნარიანობის შესაბამისი მოცულობის მოხმარების ნაწილში იძენს ძველი მომხმარებლის უფლებებსა და მოვალეობებს.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი