„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/200
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/200

2022 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბაზრის წესების 161-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

 

„კ) ქვეყანაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიჭარბის ან ასეთი პროგნოზის შემთხვევებში, შეწყვიტოს (ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით – შეზღუდოს) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო შემოდინება და საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს ელექტროენერგიის წარმოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება. ამასთან, ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

კ.ა) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების (გარდა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებისა) ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მოსალოდნელი დღეღამური დატვირთვის ბალანსით გათვალისწინებული გამომუშავების პროპორციული შემცირების გზით;

კ.ბ) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა არ ეხება ჰიდროელექტროსადგურების მიერ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის წარმოებას;

კ.გ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წლიურ მარეგულირებელ სადგურად მიჩნეულ (საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე) ჰიდროელექტროსადგურებში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების შეზღუდვა (წყლის დაღვრა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მიზეზით. 

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიჭარბედ ითვლება მდგომარეობა, როდესაც წლიური რეგულირების წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებში, ტექნიკური უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით აღარ არსებობს წყლის დაგროვების საშუალება და ამავდროულად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება აღემატება ელექტროენერგიის მოხმარებას (ექსპორტის ჩათვლით). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი