საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
400010010.22.025.016184
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №88

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 12 დეკემებრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) დამატებითი/სასისტემო მომსახურება – ელექტროენერგეტიკული სისტემის ცალკეული სუბიექტების თანამონაწილეობით ან/და მათი და გადამცემი ქსელის შესაძლებლობების მეშვეობით გასაწევი მომსახურების სხვადასხვა სახეობების კომპლექსი, რომელთა ერთიანი ორგანიზება, განხორციელება, კოორდინირება და კონტროლი ხდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის, მდგრადობისა და ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლებას, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას, ენერგოსიტემის მუშაობის  ეფექტურობის ზრდას და ოპტიმალური რეჟიმის მიღწევას, რეზერვების ფორმირებასა და გამოყენებას, განახლებადი ენერგიის წყაროების გადამცემ ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ელექტროსადგურების ტექნიკური პოტენციალის ათვისების სტიმულირებას“;

2. მე-161 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 162  და 163 მუხლები:

„მუხლი 162. დამატებითი/სასისტემო მომსახურების სახეობები

1. დამატებითი/სასისტემო მომსახურების სახეობებია:

ა) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (პირველადი რეზერვი);

ბ) სიხშირის აღდგენის რეზერვი (მეორეული რეზერვი);

გ) ჩანაცვლების რეზერვი (მესამეული რეზერვი);

დ) ძაბვის რეგულირება;

ე) ენერგოსისტემის (ენერგოსისტემის ნაწილის) აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან.

2. დამატებითი/სასისტემო მომსახურების თითოეული სახეობის პარამეტრების და მახასიათებლების განსაზღვრა და მის განხორციელებაში მონაწილე სუბიექტების შერჩევა ხდება ქსელის წესებით დადგენილი წესით.

3. დამატებითი/სასისტემო მომსახურების სახეობების ერთიანი ორგანიზებისა და განხორციელების კოორდინირებას და კონტროლს ახდენს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

მუხლი 163. ხელშეკრულებები დამატებით/სასისტემო მომსახურებაზე

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ქსელის წესებით დადგენილ შემთხვევებში ან საჭიროების მიხედვით უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებით/სასისტემო მომსახურებაზე ხელშეკრულებების გაფორმება მომსახურების სხვადასხვა სახეობის განხორციელებაში მონაწილე შესაბამის სუბიექტებთან.

2. ხელშეკრულება დამატებით/სასისტემო მომსახურებაზე შეიძლება აწესრიგებდეს მომსახურების კონკრეტული სახეობის უზრუნველყოფისა და განხორციელების სამართლებრივ, ტექნიკურ და სხვა ასპექტებს, ტესტირების და კონტროლის პროცედურებს, მხარეთა პასუხისმგებლობას და რეაგირების ზომებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე