„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№521
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.022240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №521

2020 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობიდან გამომდინარე, თანადაფინანსება/დაფინანსება განხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტისა და ქვეკომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი:

ა.ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი;

ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი;

დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ოთხივე კომპონენტითა და ქვეკომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.“.

2.  246  მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 247  – 2413 მუხლები:

მუხლი 247. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი

1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში − ნერგების კომპონენტი) ითვალისწინებს ისეთი სტიქიების შედეგად, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი და წყალდიდობა მრავალწლოვანი კულტურების ბაღებში/პლანტაციებში /ვენახებში დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას, პოტენციური ბენეფიციარებისათვის მრავალწლიანი კულტურების ნერგების ღირებულების დაფინანსების გზით.

2. ნერგების  კომპონენტის  ფარგლებში შესაძლებელია, დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი  ქალაქების  გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურის როგორც იმავე, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის ნერგით ჩანაცვლება, მათ შორის, ვაზი, გარდა რქაწითელის ჯიშისა. 

4. ნერგების  კომპონენტის ფარგლებში, თუ სტიქი(ებ)ის შედეგად დაზიანებულია ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითელას ჯიშის ვაზის ნერგები, შესაძლებელია მათი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით ჩანაცვლება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების  გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

მუხლი 248.  ფინანსური დახმარება

1. ნერგების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ნერგების შეძენის მიზნით.

2. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულება როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. ამასთანავე, დასაფინანსებელი თითოეული ნერგის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს დანართ №10-ში განსაზღვრული ნერგების ღირებულების შესაბამისად. 

3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება.

4. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან  სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.

მუხლი 249. ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი

1. ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს და რომლის ბაღიც/პლანტაციაც/ვენახიც სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად დაზიანდა 2020 წლის 15 ივლისიდან.

2. ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

მუხლი 2410. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი და ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და სარგებლობდეს გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).

მუხლი 2411. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

დ) არსებულ ბაღში/პლანტაციაში/ვენახში დაზიანებული ნერგების სრულად სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგით ჩანაცვლების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

ვ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული,  თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ვ.ა) ნერგების რაოდენობა;

ვ.ბ) თითოეული ნერგის ფასი;

ვ.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;

ვ.დ) ნერგის მახასიათებლები;

ვ.ე) მიწოდების პირობები;

ვ.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;

თ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების/ვენახების   სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა.

მუხლი 2412. დაფინანსების გაცემის პროცედურები

განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 2413. მონიტორინგი

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.“.

3. დანართი №9-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №10.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია