ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/173
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/173

2024 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე პუნქტი:

„35. 2024 წლის აპრილის პერიოდში შექმნილი ტექნიკური გარემოებების გათვალისწინებით და ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ წყლის უქმი დაღვრის თავიდან აცილების მიზნით, ენგურჰესის 2024 წლის აპრილის თვის გამომუშავება პირველ რიგში გამოყენებულ იქნეს საექსპორტოდ. ამავე საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მოხმარების დაბალანსება განხორციელდეს  ენგურჰესის გამომუშავებიდან ექსპორტის ზევით დარჩენილი  მოცულობისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ასევე სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე. აფხაზეთის მოხმარების დაბალანსების მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის  დაბრუნება ენგურჰესის მიერ განხორციელდეს   ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ექსპორტის უფლების მოპოვება ხდება ამ წესების შესაბამისად ჩატარებული აუქციონის შედეგებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი