„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/161
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016736
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/161 

2022 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 - მე-17 პუნქტები:

„14. 2022 წლის 29 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული, 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ და 110 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვროს, იმავე ელექტროგადამცემ ხაზებზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ღირებულების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე ვრცელდება 147 მუხლი.

16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის საანგარიშო პერიოდში 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ და 110 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ოპერატიული ჩვენებებით შედგენილი ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი