ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/398
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016826
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/398

2023 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 53-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ 2023 წლის სექტემბრის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში ასახვა

1. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ოქტომბრის №1805 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისმა პირმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ასახონ მათ შორის გაფორმებულ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაში, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია.

2. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ოქტომბრის №1805 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა ასახოს 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზაში.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელირომეო მიქაუტაძე