ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/146
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016855
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/146

2024 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 55-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ 2024 წლის მარტის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში ასახვა

1. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის №507 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისმა პირმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ასახონ მათ შორის გაფორმებულ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაში, ხოლო ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ აღნიშნული ცვლილების სათანადო წესით რეგისტრაცია.

2. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის №507 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა ასახოს 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი