„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/490
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016836
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/490

2023 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 – მე-20 პუნქტები:

„18. 2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის. შესაბამის საანგარიშო პერიოდ(ებ)ში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგია უპირატესად იფარება ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიით.

19. სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის მოცულობა განისაზღვრება, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და რუსეთის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე, ხოლო რუსეთის შესაბამისი ტექნიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული აქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ოპერატიული მონაცემების, მათ შორის SCADA-ს/აღრიცხვის სისტემების, მონაცემებით, შედგენილი ცალმხრივი აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე.

20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი