საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №30

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-13 მუხლის 53 პუნქტის შემდეგ დაემატოს 54 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„54. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ტრანზიტის დამკვეთ საწარმოსთან ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“.

2. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, 52 და 54 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12, 14 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა.“.

4. მე-14 მუხლის 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს 14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„14. ამ წესების მე-13 მუხლის 54 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს ამ წესების 149 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფასით.“.

5. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11, 12 და 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“.

6. 148 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 148. ტრანზიტის განხორციელებისას წარმოქმნილი გადახრების იმპორტი და ექსპორტი

1. ტრანზიტის განხორციელებისას და მისი მიზნებისთვის საქართველოში შემოსულ და გასულ ელექტროენერგიებს შორის სხვაობა (ტრანზიტის გადახრები) წარმოადგენს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს, გარდა იმ ელექტროენერგიისა, რომელსაც შეისყიდის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმებით, ტრანზიტის გადახრებზე ფორმდება:

ა) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი არარეზიდენტი პირია;

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებები – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი რეზიდენტი პირია.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინები „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით. “

7. 149 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების მე-148 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ტრანზიტის დამკვეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებს:“

8. 149 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების მე-148 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის ექსპორტზე ხელშეკრულების ფარგლებში ტრანზიტის დამკვეთი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ამ წესების მე-14 მუხლის პირველი, 11 , 12 და 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასს დამატებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ექსპორტიორისათვის გადასახდელი ყველა ხარჯი და გადასახადი.“.

9. 149 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის ექსპორტზე პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ტრანზიტის დამკვეთი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ წესების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფასით.“.

10. 1416 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) ინფორმაცია სათანადო წესით რეგისტრირებული ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ხელშეკრულებებზე:

გ.დ.ა) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებებზე – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი არარეზიდენტი პირია;

გ.დ.ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის პირდაპირ ხელშეკრულებებზე – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი რეზიდენტი პირია;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე