„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/199
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/199

2024 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. 146 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდის კონკრეტულ საათში იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიას ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოებზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან თითოეული მათგანის მიმართ „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების პროპორციულად (გარდა ამ წესების 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ პუნქტის მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სისტემათაშორისო ხაზზე საანგარიშო პერიოდის რომელიმე კონკრეტული საათისთვის იმპორტიორ(ებ)ის (ექსპორტიორ(ებ)ის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარემო(ები)ს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების ჯამი ნულის ტოლია (შემდგომში „ნულოვანი საათი“), მაგრამ ფაქტობრივად „ნულოვან საათში“ დაფიქსირდა ელექტროენერგიის გადადინება, „ნულოვან საათში“ ფაქტობრივად გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობას (გარდა ამ წესების 147 მუხლის მე-2 პუნქტში ასახული რეჟიმებით გამოწვეული ელექტროენერგიის გადადინებებისა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ანაწილებს იმ იმპორტიორ(ებ)ზე (ექსპორტიორ(ებ)ზე (გარდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ექსპორტისა, რომელიც განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების მიზნით) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმო(ებ)ზე, რომლებიც ამავე სისტემათაშორისო ხაზზე იგივე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახორციელებდნენ ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ან/და ტრანზიტს, ამასთან, „ნულოვან საათში“ ფაქტობრივად გადადინებული ელექტროენერგია მათ უნაწილდებათ „ნულოვანი საათის“ უშუალოდ წინა და შემდგომი საათისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან თითოეული მათგანის მიმართ „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული ექსპორტის (იმპორტის) ან/და ტრანზიტის განხორციელების შესაბამისი გეგმების (კორექტირებების გათვალისწინებით) ჯამური რაოდენობების (კორექტირებების გათვალისწინებით) პროპორციულად.“.

2. 147 მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის გადაადგილების (გადადინების) დროს საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და იმპორტზე და იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.“;

2. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვის პერიოდში (ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად), საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება გადამცემი სისტემის ოპერატორს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ღირებულება, საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის, განისაზღვროს რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

3. 23-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22 . ფაქტობრივი დანაკარგისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის სიდიდეები, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიების ჯამური რაოდენობები, სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების), მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მხრიდან დაცვის რეჟიმში აღრიცხული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციისას შემოდინებული ელექტროენერგიის სიდიდეები, წარედგინება სისტემის კომერციულ ოპერატორს გადაცემის ლიცენზიატის მიერ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუმცა არაუგვიანეს 12 კალენდარული დღის ვადაში (საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან).“.

4. 26-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ცალ-ცალკე აღრიცხოს განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისათვის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისათვის, თავისუფალი მიმწოდებლებისათვის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლებისათვის, ასევე განაწილების ქსელის დანაკარგები, შეადგინოს „ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი“ და დაადასტუროს განაწილების ლიცენზიატის ხელმოწერით. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ამ პუნქტით მითითებულ მიმწოდებელ(ებ)თან ცალ-ცალკე აფორმებს განაწილებული ელექტროენერგიის ორმხრივ აქტს „ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში“ ასახული მონაცემების საფუძველზე, რომელსაც ადასტურებენ განაწილების ლიცენზიატი და შესაბამისი მიმწოდებელი. განაწილების ლიცენზიატი „ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტს“ და მიმწოდებლებზე განაწილებული ელექტროენერგიის ორმხრივ აქტებს წარადგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორთან.“.

5. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2024 წლის 1 ივლისამდე, უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის მომზადება და გამართვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი