"თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №300
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1070) დამტკიცებული დებულების 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:
„3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია ნ ტისა, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი მართვის 5-წლიანი გეგმა, ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი 5-წლიანი გეგმები ლიცენზიის ვადის მიხედვით. წარდგენილ გეგმას ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს. შენიშვნების მიღების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სამი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. წარდგენილ გეგმას ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს. შენიშვნების მიღების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ითანხმებს ერთი თვის ვადაში ან უარს აცხადებს მართვის გეგმის შეთანხმებაზე. წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;
დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;
ე) დაიცვას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;
ვ) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;
ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;
თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას თევზჭერის პერიოდში ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რესურსის (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. ასევე ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას ყოველწლიურად კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
ლ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
მ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სამინისტროში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით. აღნიშნულ მოთხოვნას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მასთან შეთანხმებით ადგენს თევზჭერის კვოტას;
ნ) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
ო) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის პერიოდის შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, ორი კვირით ადრე;
პ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორი კვირით ადრე და მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი); დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;
ჟ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
რ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად. ლიცენზია ნ ტი ვალდებულია დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში, უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ს) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან თავის წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;
ტ) ლიცენზიის მთლიანად გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
უ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;
ფ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „უ“ქვეპუნქტში განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „უ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ქ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ნაწილის გასხვისებიდან ექვსი თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) შეთანხმებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.
5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზია ნ ტთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2
დადგენილების 71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ი“, „ლ“ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ თევზჭერის ლიცენზიებზეც, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიებისა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური