„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
410060000.10.003.019239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2016 წლის 15 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შავ ზღვაში სანაპირო თევზჭერა;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თევზჭერის ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო ფართობში მოხვედრილ წყლის ობიექტში კონკრეტული სახეობის თევზის მოშენებისათვის სხვა არალიცენზირებულ შიდა წყალსატევში თევზის მწარმოებლების (სადედე ინდივიდების) მოპოვების მიზნით თევზჭერა. ამ სახის თევზჭერაზე ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესით დადგენილი მოთხოვნები.“.  

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შავ ზღვაში სანაპირო თევზჭერის წესს და პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით  თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

4.  71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატისა, ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია, 3 თვის ვადაში სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;

დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით,  მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;

ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;

ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;

ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება.  შეიმუშაოს და განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;

თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;

კ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტს დამტკიცებული აქვს თევზჭერის წლიური კვოტა, სახეობების მიხედვით, თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით ვადაში, დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;

ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);

მ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ   ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები, თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;

ნ) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ. განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;  

ო) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე 2 კვირით ადრე შეატყობინოს დეპარტამენტს და მხოლოდ დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას აუცილებელია „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის  წესით“ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, ვეტერინარული მოწმობის - ფორმა №1-ის თანხლებით, სავალდებულო გადაადგილებასთან დაკავშირებით;

პ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;

 ჟ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;  

რ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;

ს) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ტ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს დეპარტამენტს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;

უ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ფ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.“.

5. 71 მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში, ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სამინისტროში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა დეპარტამენტს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში,   ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.“.

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი:

 

მუხლი 74.  სხვა დებულებები

ამ დებულების მოქმედება ასევე ვრცელდება თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებზე, ლიცენზიით განსაზღვრული ვადის მთელი პერიოდისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი