"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№409

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარ­გებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შე­სა­ხებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბები, დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.22 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 22 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყის ფასს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სა­მინისტრო ადგენს საქართველოს მთავრობასთან შეთან­ხმებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპე­­ციალური ლიცენზიის მფლობელზე არ ვრცელდება ტყით­სარ­გებლობის გეგმის შედგენის ვალდებულება.“.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სანიტარიული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალუ­რი ლიცენზიის გაცემის უზრუნველსაყოფად აუქციონის გა­მართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისად­მი სავალდებულო მოთხოვნები და სხვა.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. ტყის მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გადა­შე­ნე­­ბის საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტა­რიული ჭრებით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პი­რობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ლიცენ­ზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონ­დის მართვის უფლების მქონე ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით ჩაიბაროს ტერიტორია მი­ღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომად­გენ­ლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვა­ნებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკი­ცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალუ­რი ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენ­ზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელე­ბის წესისა და ფორმის შესახებ“;

ბ) მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში მონიშნოს მოსაჭრე­ლი რესურსი და შესაბამისი მასალები წარუდგინოს სახელ­მწი­ფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ტყე­კა­ფის გამოყოფის მიზნით. გამოყოფილი ტყეკაფის ათ­ვი­სების ვადად განისაზღვროს 2 წელი;

გ) გამოყოფილ ტყეკაფზე განსაზღვრული მოსაჭრელი რე­სურ­სის მოცულობის შესაბამისად გადაიხადოს „სარგებლო­ბის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამ­ტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორ­მულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გა­დახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო ტყის ფონ­დის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ლიცენზიანტისთვის ტყეკაფის გამოყოფის დღიდან და გადახ­დისას გამო­იყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზ­ნით აუქცი­ო­ნის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცე­მის საწყისი ფა­სის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წე­სის შესახებ დე­­ბულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს ეკონო­მი­კუ­­რი განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპ­რილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;

ე) ხე-ტყის დამზადება განახორციელოს მხოლოდ ლი­ცენ­ზი­ით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების დას­რუ­ლე­ბისა და ტყეკაფის გამოყოფის შემდგომ;

ვ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერი­ტო­რიის დაცვა:

ვ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;

ვ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღ­კვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინ­ფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებარ­თვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესა­ხებ;

ზ) დაიცვას სანიტარიული ჭრის წესები;

თ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი მეთოდებითა და საშუა­ლებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ნიადაგის ეროზიასა და ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარე­მოზე;

ი) ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების და­წყე­­­ბამდე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს განახორციელოს სამოქ­მედო ტერიტო­რიაზე ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობების გამოვლენა, აღდგენის ღონისძიების, ფორმების შერჩევა და აღდგენას დაქვემდებარებულ თითოეულ ფარ­თობზე სახელ­მწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგა­ნოში შესათან­ხმებლად წარადგინოს ტყის აღდგენის პროექტი (სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყო­ბის, ხე­ლოვ­ნური ნარგაობის გაშენებისა და ხელოვნურად გაშე­ნებული ნარგაობის ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე მოვ­ლი­თი სამუშაოების გათვალისწინებით, აგრეთვე ტყის ბუნებ­რივი განახლების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი კონ­კრეტული ქმედებების შესახებ). ტყის აღდგენა განახორ­ციელოს აღდგენას დასაქვემდებარებელ ფართობებზე, თითო­ეული ფართობისათვის წარდგენილი ტყის აღდგენის პროექ­ტის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

 კ) სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მარ­­თვის უფლების მქონე ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათ­ბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;

 ლ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენე­ტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავ­რცე­ლება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;

 მ) განახორციელოს მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრები­საგან დაცვის და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რის უზრუნ­ველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავ­ნე­ბელ დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

ნ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლი­ცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუ­ცი­ლებლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროში შესათანხმებლად წარად­გინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთე­ბული და დოკუმენტირებული;

ო) პესტიციდების ნარჩენები არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

 პ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქარ­თველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინის­ტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანო­ბის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;

ჟ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა განხორციელებას;

 რ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერი­ტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მა­გისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;

 ს) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგე­ნილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ამავე მუხ­ლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრო­ცე­დურებით.“.

 6. მე-9 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

 „22. 22 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელ­დება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერ­­­­­ქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგე­ნა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაო­ბაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 1 დეკემ­ბრამ­დე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავში­რე­ბულ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური