„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №249
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. 11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყითსარგებლობის გეგმა – კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და შეიცავს: ზოგად მონაცემებს არსებულ ი მდგომარეობ ის შესახებ, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყითსარგებლობის დაპროექტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის ღონისძიებებს. ტყითსარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;
ბ)მე-3 და მე-4პუნქტ ებ ი ამოღებულ იქნეს;
გ)მე-6პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – დოკუმენტი, რომელიც შედგენილია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის და შეიცავს: სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში გარეულ ცხოველთა აღწერის, დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებებს, არსებული ჰაბიტატების ტიპებს, მათი ფართობების განსაზღვრას, აღწერასა და დახასიათებას, ბიომრავალფეროვნების, მათ შორი ს,ტყის დაცვის ღონისძიებებს; გეგმას თან ახლავს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის GIS ფორმატ ის, პროფესიული კარტოგრაფიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფერადი რუკა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“.
2. მე-2 მუხლის 32, 33, მე-4და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 22 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“და „წითელი წიგნის“შესახებ“საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ტყეების მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო), რაც წარმოადგენს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.“;
ბ) მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა ბუნებრივი რესურსების სააგენტო.
2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება ბუნებრივი რესურსების სააგენტომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.“.
5. მე-4 მუხლის:
ა) მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქციონს აცხადებს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ბუნებრივი რესურსების სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაწ ყ ვეტილება.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ბუნებრივი რესურსების სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.“;
ბ) მე-6, 61 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონის გამართვამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტომ შეიძლება დაადგინოს დასამზადებელი ხე‑ტყის (ხე‑ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამზადების მოცულობა, სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
61. სანიტარ ი ული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის უზრუნველსაყოფად აუქციონის გამართვამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტომ შეიძლება დაადგინოს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და სხვ.
7. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.“.
6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განც ხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.
7.მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტ ა ლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ;“;
ბ) „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექანიზმები შემდგომში ხდება ტყითსარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას, ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებისას (განახლებისას), ტყეთმოწყობის მონაცემების განახლებისას და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე;
გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა ბუნებრივი რესურსების სააგენტოში დასამტკიცებლად წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყითსარგებლობის გეგმა, რომელსაც უნდა ერთოდეს მოკლე ანოტაცია. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ საქმიანობა ტყის დაცვის მიზნით და არ დაიშვება ლიცენზიატის მიერ ხე-ტყის მოპოვება და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელება;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;“;
დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყეკაფი და მისი ათვისება დაასრულოს ტყეკაფის გამოყოფიდან 2 წლის ვადის ამოწურვისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;“;
ე) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებების ა და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს;
რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;“;
ვ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის ა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.
8.მე-8 მუხლის 11 პუნქტის „ბ–ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ტყეკაფების გამოყოფის დაწყებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტ ა ლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად;
გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში. მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალ გარემოებათა გამოვლენისას, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე;
დ) ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების დაწყებამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
ე) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;
ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიატები ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ.“.
9.მე-8 მუხლის 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10.მე-8 მუხლის 13 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით,ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახე ბ;“;
ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განახორციელოს მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვის და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს;
ნ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;“;
გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.
11.მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტ ა ლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რესურსების სააგენტო ს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;“;
ბ) „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექანიზმები შემდგომში ხდება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განუყოფელი ნაწილი და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებისას (განახლებისას) და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე;
გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა;“;
გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ყოველწლიურად ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები, მათ შორის, ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღრიცხვის მასალები, რომელთა განხილვის შემდეგ ბუნებრივი რესურსების სააგენტო დადგენილი წესით ადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას. სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და მათი მოპოვების კვოტების დადგენის წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ვ) დაიცვას დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;“;
დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს; მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;“;
ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;“;
ვ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებების მასობრივად გავრცელების შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს;
რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტო ში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;“;
ზ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის ა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.
12. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.
13.81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. ლიცენზიის გაუქმება
ლ იცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
14. 82 მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. მე-9 მუხლის:
ა) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე‑ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 აგვისტომდე, უფლებამოსილნი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათვისება 2011 წლის 31 დეკემბრამდე.“.
16. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23‑ე პუნქტი:
„23. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები უფლებამოსილნი არიან 2011 წლის 1 ივლისიდან დადგენილი წესით უზრუნველყონ ტყეკაფის მონიშვნის ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოში შესათანხმებლად წარდგენა მათთვის განსაზღვრული ხე-ტყის მოპოვების წლიური მოცულობის ფარგლებში და მათი ათვისება განახორციელონ 2011 წლის 31 დეკემბრამდე.“.
17. დებულების პირველი და მე-2 დანართი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. გარდამავალი დებულება
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-11 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული სამართლებრივი აქტების გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური