„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №225 |
|
2016 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
„11. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №655 განკარგულებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შუამდგომლობით, სამინისტროს წარუდგინოს განცხადება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობისათვის საჭირო მყარი სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მოპოვებისათვის ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას/დოკუმენტაციას:
ა) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობის (X და Y კოორდინატების მითითებით) შესახებ;
ბ) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ასლები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნაწილში;
გ) წიაღითსარგებლობის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ (ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში - წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა).
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილ წიაღითსარგებლობისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სააგენტო ამზადებს შესაბამის გეოსაინფორმაციო პაკეტს. სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.
14. ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია, ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №225. სარეგისტრაციო კოდი — 380050000.10.003.019290.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №225, 20.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019290 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3288978/