"ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.144.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 09/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 33

2010 წლის3 დეკემბერი

ქ. ქარელი

„ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №32 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომრე.“;

გ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებითაც.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირის საწყისი ფასის ოდენობას, რომლის სარგებლობის უფლებით მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ქარელის თვითმმართველი ერთულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    პ. ღვინიაშვილი