,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.013.625
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №36
2009 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 05.03.2008, №34, მუხ. 367) დამტკიცებული ,,გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება სამინისტროს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებისა და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
5. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო განცხადების განხილვისა და საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. სამინისტრო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებასა და ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რის შემდეგაც მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე