,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №184
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ეწოდოს „სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 8 სექტემბრის №762 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური