,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №182
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდოს „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №1150 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““ მიღებულია 09.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №182. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ““, №182, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4444/